Patentex oval N
თავფურცელი კონტრაცეფციის ისტორია კონტრაცეფციის შესახებ პატენტექს ოვალი სად შევიძინო შეკითხვა გინეკოლოგს
პატენტექს ოვალი

პატენტექს ოვალი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა თანამედროვე კონტრაცეპტივების მიმართ - უსაფრთხოების დაცვა და ეფექტურობაა.
პატენტექს ოვალი წარმოადგენს არაჰორმონულ კონტრაცეპტივს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.


patentex-oval
კონტრაცეფციის ისტორია ბეჭდვა ელფოსტა

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანის მოდგმას აწუხებდა ერთი საკითხი: როგორ გამოეცალკევებინათ სექსი მისი ფუნქციონალური დანიშნულებისაგან. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ კონტრაცეპტივები ჩვენი დროის დამსახურებაა. წინა დროის ექიმები ასევე ეძებდნენ ორსულობის საწინააღმდეგო მეთოდებს.

ძველ ინდოეთში ქმართან დაწოლის წინ ქალები საშოში ისმევდნენ ნაზავს, რომელშიც შედიოდა ქვის მარილი, მცენარეული ზეთი და გასუფთავებული ნაღების კარაქი. ბერძნები აკეთებდნენ კრემებს ზეითუნის ზეთისაგან, ტყვიის ფხვნილისაგან და საკმეველისაგან. ეგვიპტელი ღარიბი ქალები იყენებდნენ ნიანგის განავალს, ხოლო დიდგვაროვანნი ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ ტამპონებს, რომლებიც გაჟღენთილი იყო კრემებით აკაციის წვენისაგან და თაფლისაგან. იმ შამანური მეთოდებისაგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად ცოცხალი ფუტკრის შეჭმა ან ბაყაყის პირში ჩაფურთხება სექსის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ნამდვილად მოქმედებდნენ.

 შესაძლოა ძველმა ესკულაპებმა, რომლებმაც ეს ნაზავები შექმნეს, არც კი იცოდნენ თუ კონკრეტულად რა იძლეოდა კონტრაცეპტიულ ეფექტს. წებოვან ნივთიერებებს ნამდვილად შეუძლიათ შეანელონ სპერმის მოძრაობა. ხოლო რძემჟავა, რომელსაც შეიცავს აკაციის ფოთლები, მარილი, ასევე ექსკრემენტები - ნეგატიურად მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე. ამ წამლის მსგავსი პრეპარატების გარდა ძველად ასევე იყენებდნენ კონტრაცეფციის ბარიერულ მეთოდებს: მიღებული იყო საშვილოსნოში ფუტკრის ცვილისაგან დამზადებული დისკის მოთავსება, ან გაქონილი ქაღალდის, ან წყალმცენარეების, რომლებიც ხელს უშლიდნენ სპერმის მოხვედრას საშოში.

რა თქმა უნდა, ეს მეთოდები გამორიცხავდნენ სექსუალური აქტის სპონტანურობას. ამასთან, თავდაცვის მთელი სიმძიმე მხოლოდ ქალების მხრებზე იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცები საერთოდ გაურბოდნენ პასუხისმგებლობას. ამის ყველაზე გავრცელებული ხერხი იყო სექსუალური აქტის შეწყვეტა. უფრო მეტიც, არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფენ, რომ მაშინდელი მამაკაცები იყენებდნენ დღევანდელი პრეზერვატივის მსგავს ნივთს. როგორც წესი, მათ ამზადებდნენ ცხოველების შინაგანი ორგანოებისაგან. კაიროს მუზეუმში არის ერთი ასეთი ექსპონატი, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში აღმოაჩინეს. ძველ იაპონიაში ასევე იყენებდნენ მსგავს ნივთს, რომელსაც ამზადებდნენ ძალიან რბილი ტყავისაგან და უწოდებდნენ "კავაგატა"-ს. პრეზერვატივი მასიურად მეთხუთმეტე საუკუნეში გავრცელდა, მაშინ მათ იყენებდნენ "ცუდი" დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

როგორც უკვე შენიშნავდით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდმა გაუმჯობესებული სახით ჩვენს დრომდე მოაღწია, მაგრამ არსებობს გამოგონებები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს ერაში გახდა შესაძლებელი.

პატენტექს ოვალი

არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

კონტრაცეფციის შესახებ

კონტრაცეპცია წარმოადგენს არასასურველი ორსულობისგან დაცვას რეგულარული ან შემთხვევითი სქესობრივი აქტის დროს.

შეკითხვა გინეკოლოგს

მიიღეთ კომპეტენტური პასუხი
ექიმ გინეკოლოგისაგან.

საავტორო უფლებები დაცულია © 2011-2013 Med-Doctor.Net & Merz Pharma
Med-Doctor.Net – პროგრესული ექიმების გაერთიანება