Patentex oval N
თავფურცელი კონტრაცეფციის ისტორია კონტრაცეფციის შესახებ პატენტექს ოვალი სად შევიძინო შეკითხვა გინეკოლოგს
პატენტექს ოვალი

პატენტექს ოვალი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა თანამედროვე კონტრაცეპტივების მიმართ - უსაფრთხოების დაცვა და ეფექტურობაა.
პატენტექს ოვალი წარმოადგენს არაჰორმონულ კონტრაცეპტივს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.


patentex-oval
შეკითხვა გინეკოლოგს
ციკლის გადაცილება და ორსულობის ტესტი (ავტორი: მარი) ბეჭდვა ელფოსტა
გამარჯობათ. ვარ 22 წლის. ციკლი გადამიცდა 10 დღით, სექსი არ მქონია მხოლოდ სქესობრივი ორგანოების ერთმანედთან დაკავშირება, მაგრამ თქვენ ერთ-ერთ შეკითხვაში მემგონი ანალოგიური სიტუაციაა და წავიკითხე რომ ამითაც შეიძლება დაორსულება... ალბათ ორსულობის ტესტი უნდა გავიკეთო და ძალიან ვნერვიულობ. მაინტერესებს ერთი ტესტის ჩატარება საკმარისია თუ არის, ანუ ტესტს შეიძლება შეეშალოს? კიდევ ციკლის გადაცილების მიზეზი მითხრეს შეიძლება იყოს გაციება, წონის დაკლება, სტრესი... ადრე ამხელა გადაცილება არ მქონია. გთხოვთ დამაკვალიანოთ და რამე მირჩიოთ.

ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2011 12:40 - 15035 ნანახია

პასუხები 

 
+14 #1 Med-Doctor.Net 31.10.2011 16:24
ორსულობა შესაძლებელია, ტესტი უნდა გაიკეთოთ და თუ ორსულობა არის სავარაუდოდ პირველივე ტესტი დადებით პასუხს მოგცემთ.
 
 
+1 #2 მარი 01.11.2011 12:20
აფთიაქში რომელი ორსულობის ტესტს მირჩევთ რომ ვიყიდო? და ორსულად თუ ვარ და ქალიშვილი ვარ, რამდენად შემიშლის ეგ მშობიარობაში? და 100%–დან რამდენ % მიანიჭებდით თქვემ ეგეთ შემთხვევას? დიდი მადლობა
 
 
+8 #3 Med-Doctor.Net 01.11.2011 15:44
შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბი ტესტი. რაც შეეხება საქალწულე აპკის მთლიანობას, იგი შეიძლება მშობიარობამდე მთელი იყოს, თუ "ელასტიური"საქალწულე აპკი გაქვთ და მისი მთლიანობის დარღვევა ხდება მშობიარობამდე მეანის მიერ(ქირურგიული წესით).
 
 
0 #4 მარი 02.11.2011 01:21
თავის დაზღვევის მიზნით 2-ჯერ ჩავიტარე ტესტი, მაგრამ ცოტა გაუგებარი იყოს ჩემთვის. ინსტრუქიი თანახმად 2 ზოლი დადებითია, 1 ზოლი უარყოფითია, არც ერთი ზოლი ნიშნავს ტესტის არასწორად ჩატარებას. პირველად მიჩვენა მკვეთრი ერთი ზოლი, და მეორე მქრთალი, ინსტრუქციაში ეწერა რომ მქრთალი ზოლიც ნიშნავს როგორც 2 ზოლს. მეორეჯერ მიჩვენა ერთი ზოლი მეორე ზოლს ვერ ვამჩნევდი თითქოს. არის თუ არა სხვა ტესტერი ფერების მიხედვით რომ გამოვიდეს შედეგი და არა ზოლების მიხედვით როგორც ბიბი ტესტი ანახებს. მადლობა.
 
 
0 #5 Med-Doctor.Net 02.11.2011 09:41
თუ ტესტით ვერ დაადგინეთ ორსულობა, შეგიძლიათ ლაბორატორიაში ჩააბაროთ ქორიონალური გონადოტროპინი და ის მოგცემთ ზუსტ პასუხს. (კეთდება ღუდუშაურის კლინიკაში, ჩაჩავაში და ჟორდანიაში).
 
 
+2 #6 მარი 02.11.2011 10:19
დიდი მადლობა
 
 
0 #7 მარი 03.10.2012 21:37
ტესტზე ერთი ზოლია დადებითი თუ ორი
 
 
-1 #8 Med-Doctor.Net 04.10.2012 15:53
ორი
 
 
+9 #9 მარი 16.11.2012 17:31
6 დღით გადამიცილდა და ტესტი გავიკეთე მაინც და ერთ ხაზს მიჩვენებს წითელს მეორეს ოდნავ ფერს აძლევს და რა არის ეგ ვერ მეტყყვით?
 
 
-1 #10 med-doctor.net 17.11.2012 01:21
შესაძლოა თვქენ ხართ ორსულად ორ დღეში გადაამოწმეთ ტესტი და თუ არ მოგივიდათ გადაცდენიდან ათი დღის შემდეგ შეგიძლიათ ექოსკოპიის გაკეთებაც.
 
 
+4 #11 მარი 19.11.2012 18:23
2 ჯერ გავიკეთე მაგრამ უარყოფითი მიჩვენა თან 10 დღე გადაცილდა უკვე და რაიმე საშიში ხო არაა?
 
 
-1 #12 med-doctor.net 20.11.2012 18:40
უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს შესაძლებელია ეს იყო ჰორმონალური ფონის ცვოლების შედეგი.
 
 
0 #13 მარი 21.11.2012 15:12
უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ რო მითხრათ ეგ რას ნიშნავს? საშიშია
 
 
-1 #14 med-doctor.net 21.11.2012 21:23
საშიში არაფერია უბრალოდ სასურველია გამოკვლევა და თუ იქნება რაიმე ცვლილება მკურნალობის ჩატარება ჰორმონების დონის დასაკორეგირებლა დ.
 
 
-1 #15 მარი 07.12.2012 19:23
ინტიმური კავშირის დროს ალერგიასავით მაძლევს და ფეხებზე მაყრის შეგიძლიათ მითხრად რისი ბრალი იქნება??
 
 
0 #16 med-doctor.net 11.12.2012 15:54
სასურველია ვიზუალურად ნახოს და შეაფასოს ექიმმა თქვენი გამონაყარი შესაძლოა რაგაც გაძლევთ ალერგიას ან სხვა მიზეი იყოს.
 
 
0 #17 მარი 12.12.2012 21:16
ზუსტად ინტიმური კავშირის დროსაა და ძალიან მალე ქრება და ექიმს როგორ ვაჩვენო?? 10 წუთში აღარ მაქვს
 
 
0 #18 med-doctor.net 14.12.2012 19:14
შესაძლოა ეს იყოს ნამდვილად ალერგია ამიტომ სცადეთ წინასწარ მიიღოთ რაიმე ალერგიის საწინაღმდეგო საშუალება.
 
 
0 #19 მარი 07.03.2013 14:08
გადამიცდა 5 დღე და გულისრევა მაწუხებს ტესტი კი უარყოფითს აჩვენებს როგორ მოვიქცე?
 
 
0 #20 med-doctor.net 11.03.2013 21:41
თუ მენსტრუაციის გადაცდენიდან მეხუთე დღესაც ტესტი უარყოფითია ორსულობა ამ შემთხვევაში ნაკლებად არის მოსალოდნელი, შესაძლებელია ტვენი ჩვილიები მივაწეროთ პრემენსტრუალურ სინდრომს.
 
 
+2 #21 მარი 16.03.2013 11:28
ექიმოო 2 თვეა გავთხოვდი და დღემდე ვერაფერს ვგრძნობ რისი ბრალია? ჩემი ქმარი ჩემიჩ კმაყოფილია მე კი საერთოდ ვერ ვგრძნობ ვერაფერს. ეს დაორსულებას ხელს შეუშლის?
 
 
+1 #22 med-doctor.net 19.03.2013 19:30
დაორსულებას ეს ფაქტი ხელს არ უშლის უბრალოდ თქვენ გიქმნით დისკომფორტს ამიტომ სასურველია კონსულტაცია გაიაროთ სექსოლოგთან პრობლემის მოგვარების მიზნით.
 
 
-1 #23 მარი 22.03.2013 10:36
რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

ორსულად ვარ და ექიმთან მისვლა რომელ თვიდანაა რეკომენდირებული ?
 
 
0 #24 med-doctor.net 25.03.2013 16:24
სასურველია ექიმთან პირველი ვიზიტი განახორციელოთ 11 კვირამდე.
 
 
+1 #25 მარი 02.04.2013 12:53
ორსულობის დროს სექსი აკრძალულია?
 
 
0 #26 med-doctor.net 02.04.2013 20:14
თუ ორსულობას საფრთხე არ ემუქრება და ნორმალურად მიმდინარეობს შესაძლებელია სქესობრივი ცხოვრება.
 
 
0 #27 მარი 14.05.2013 19:22
მენსტრუაციის გადაცდენამდე შესაძლებელია ტესტმა გიჩვენოს?
 
 
-3 #28 med-doctor.net 15.05.2013 10:35
თუ არის მგრძნობიარე ტესტი შესაძლებელია რამოდენიმე დღით ადრე აჩვენოს ტესტმა პასუხი.
 
 
-1 #29 მარი 23.05.2013 17:36
მაგალითად ბბ ტესტი
 
 
0 #30 მარი 25.05.2013 16:06
10 დღეა გადაცილება მაქვს და ტესტი უარყოფითს აჩვენებს რა ვქნა?
 
პასუხის დამატება

          


პატენტექს ოვალი

არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

კონტრაცეფციის შესახებ

კონტრაცეპცია წარმოადგენს არასასურველი ორსულობისგან დაცვას რეგულარული ან შემთხვევითი სქესობრივი აქტის დროს.

შეკითხვა გინეკოლოგს

მიიღეთ კომპეტენტური პასუხი
ექიმ გინეკოლოგისაგან.

საავტორო უფლებები დაცულია © 2011-2013 Med-Doctor.Net & Merz Pharma
Med-Doctor.Net – პროგრესული ექიმების გაერთიანება