Patentex oval N
თავფურცელი კონტრაცეფციის ისტორია კონტრაცეფციის შესახებ პატენტექს ოვალი სად შევიძინო შეკითხვა გინეკოლოგს
პატენტექს ოვალი

პატენტექს ოვალი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა თანამედროვე კონტრაცეპტივების მიმართ - უსაფრთხოების დაცვა და ეფექტურობაა.
პატენტექს ოვალი წარმოადგენს არაჰორმონულ კონტრაცეპტივს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.


patentex-oval
შეკითხვა გინეკოლოგს
ანტიკარდიოლიპინები (ავტორი: მაკა) ბეჭდვა ელფოსტა
გამარჯობათ, პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ კველა გაწეული დახმარებისათვის. ჩემი შეკითხვა ძველი პრობლემის გაგრძელებაა უბრალოდ შეგახსენებთ ჩემს მოკლე ანამნეზს ორი ორსულობა, პირველი ფეტოპლაცენტარული უკმარისობის გამო დამთავრდა ცუდად, მეორე 6 კვირაზე შეწყდა. ამჟამად ვმკურნალობ ASA-ზე. ახლა აღმომაჩნდა აგრეთვე ანტი კარდიოლიპინები მოამტებული G ფორმა 0,301 (ნორმა<0,150) და M ფორმა 0,144 (ნორმა <150) აგრეთვე ანტიფოსფოლიპიდები G ფორმა 14,3 (ნორმა <10,0) და M ფორმა 8,21 (ნორმა <10,0). როგორც ხედავთ ორივეგან G ფორმა მომატებულია და M ფორმა ზღვარზეა. ჩემმა გინეკოლოგმა ამ პასუხებზე არ ჩათვალა საჭიროდ მკურნალობა, ორსულობის დროს ვაკონტროლოთო G ფორმაო. გთხოვთ, უყურადღებოდ არ დამტოვოთ და გულთან მიიტანოთ ჩემი გასაჭირი, იქნებ ჯობდეს დავლიო ასპირინი ანდა კარდიომაგნილი დაბალი დოზით, თუ ორსულობის დადგომისთანავე დავიწყო დალევა. მეორე ორსულობა 5 კვირაზე ანუ ძალიან მალევე შემიწყდა და მეშინია იგივე არ განმეორდეს ახლაც. ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია და გთხოვთ მოკლედ არ მიპასუხოთ,რომ გავერკვა კარგად ამ საკითხში როგორ მოვიქცე.

ოთხშაბათი, 14 მარტი 2012 13:16 - 857 ნანახია

პასუხები 

 
0 #1 Med-Doctor.Net 15.03.2012 23:42
ანტიფოსფოლიპიდუ რი სინდრომი საკმაოდ რთული და იშვიათია, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას, დაავადების დროს მკურნალობის გარეშე დიდი შანსია თვითნებური აბორტის განვითარების. თქვენი ანალიზებიდან გამომდინარე აუილებელია შესაბამისი მკურნალობა კორტიკოსტეროიდე ბით, რაც შეეხება ასპირინს აუცილებელია განისაზღვროს სისხლის კოაგულოგრამა და D-dimer (დედიმერი) და პასუხების შესაბამისად იმკურნალოთ.
 
პასუხის დამატება

          


პატენტექს ოვალი

არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

კონტრაცეფციის შესახებ

კონტრაცეპცია წარმოადგენს არასასურველი ორსულობისგან დაცვას რეგულარული ან შემთხვევითი სქესობრივი აქტის დროს.

შეკითხვა გინეკოლოგს

მიიღეთ კომპეტენტური პასუხი
ექიმ გინეკოლოგისაგან.

საავტორო უფლებები დაცულია © 2011-2013 Med-Doctor.Net & Merz Pharma
Med-Doctor.Net – პროგრესული ექიმების გაერთიანება